LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას” – ლევან გოფოძე

108
94640989-3195145943838383-7586180106196877312-o

“დღეიდან იწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტები თავდაპირველად სწრაფი ტესტებით გაიტესტებიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პისიარ ტესტებზეც გადავლენ.

40 ათასი PCR ტესტი უკვე საქართველოშია

“მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება. უპირველეს ყოვლისა, მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები” – განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, დღეს სპეცრეისით ჩინეთიდან 40 ათასი PCR ტესტი და დიდი რაოდენობით დაცვის საშუალებები- კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც ჩამოვიდა.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოაბა 517-მდე გაიზარდა.