საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობში მათმა რიცხვმა 517-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიე შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 168 ადამიანი, გარდაცვლილი კი 6.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5153 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.