LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის“ – დიმიტრი ხუნდაძე

145
Untitled design (3)

„დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უკრაინულ საზოგადოებასაც მეტი რომ სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ“.

მისივე თქმით, საბოლოოდ ყველაფერი ცხადი იქნება და საზოგადოება დასკვნას გააკეთებს.

„ხალხის ძალის“ მიერ ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდებულმა სიმართლემ შედეგი გამოიღო – ხალხი ინფორმირებულია იმ კულუარულ პროცესებზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სანდო ინფორმაციით აღჭურვილი საზოგადოება ძლიერია და მისი შეცდომაში შეყვანა უკვე შეუძლებელი ხდება.

უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ. დღეს კი ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

საბოლოოდ ყველაფერი ცხადი ხდება. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ჩვენს მხილებას უარყოფდნენ, თუმცა, პოლიტიკური ლიდერები თავადვე მოუწოდებდნენ ქართველებს იარაღი აეღოთ ხელში. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ისინი, ვინც საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს, ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ. რუსულად მონათლეს კანონი, რომელიც საზოგადოებას მეტის ცოდნის საშუალებას აძლევდა.

გავა დრო და საბოლოო შეფასებას და დასკვნას მაინც საზოგადოება გააკეთებს. ეს დასკვნა საქართველოში იქნება ადეკვატური, უკრაინაში კი – მკაცრი“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

?️”ხალხის ძალის” მიერ ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდებულმა სიმართლემ შედეგი გამოიღო – ხალხი…

Posted by დიმიტრი ხუნდაძე /Dimitri Khundadze on Wednesday, July 26, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g