LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ყველაზე მძიმე, მტკივნეული დღეა, არ აქვს მნიშვნელობა თაობას”

130
gaxaria2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი.

„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა. 26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე, აფხაზები, ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს ის, რომ იმის გაგება და იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია.

ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის ისე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აფხაზეთს საქართველო აკლია – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდეგ (ექსკლუზივი სოხუმიდან)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g