LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი 500 ლარის ხელფასის პირობებში, 30 წლის დაზოგვისას პენსია 800 ლარი იქნება – საპენსიო სააგენტო

314
ლარი

კითხვა, რომელიც ალბათ დასაქმებულების უმეტესობას აწუხებს, დღეს დეპუტატებმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს დაუსვეს: რა იქნება დღევანდელი დასაქმებულის საპენსიო სარგებელი, მისი პენსიაზე გასვლის დროისთვის, იმ პირობებში, თუკი მას ამჟამად 500 ლარის ხელფასი აქვს. ამ კითხვას საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ უპასუხა და თქვა, რომ არსებული მდგომარეობით, მსგავსი შემოსავლის მქონე პირის სამომავლო საპენსიო შემოსავალი თვეში 800 ლარი იქნება.

„მიმდინარე დათვლებით, თუკი ადამიანს 500 ლარი აქვს ხელფასი და ამჟამად 30 წლის არის, საპენსიო ასაკის მიღწევისას მისი დანაზოგი იქნება 141,000 ლარი და ყოველთვიური პენსია იქნება სადღაც 800 ლარი,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საპენსიო ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g