„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „დღევანდელი დღე იქნება ისტორიული“. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს“.
„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე არჩევანს გააკეთებს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.