LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი დღე ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვებაა და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში: ზალკალიანი მიშელის ვიზიტზე

70
Untitled design (2)

“დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას და ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში.” – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს და ამბობს, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო მკაფიო ნაბიჯებით გააგრძელოს წინსვლა ევროპული ინტეგრაციისკენ.

დავით ზალკალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს შარლ მშელი კვლავ სტუმრობს საქართველოს, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილიზაციით:

“მივესალმებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს საქართველოში და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ პირადად მის მიმართ და მისი გუნდის მიმართ, რომელიც ჩართული იყო ქვეყანაში კრიზისის მოგვარების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რაოდენ მაღალი ადგილი უჭირავს საქართველოს ევოკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში და თავად ის ფაქტი, რომ დღეს ის კვლავ საქართველოს სტუმრობს, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი უაღრესად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილიზაციით, ქვეყნის განვითარებით და საქართველოს ევროპული კურსის შეუქცევადობით.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მკაფიო, თამამი ნაბიჯებით გავაგრძელებთ წინსვლას იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც არის დაკავშირებული 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ევროკავშირში, იყოს რეალიზებული.” – თქვა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვია, ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა – რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

 

 

პოპულალურები