LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი“ – ირაკლი კობახიძე

152
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 60%-ია. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, „ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება“ .

პრემიერის თქმით, ოპოზიციური პარტიები შერწყმას ცდილობენ, რადგან „მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად [საარჩევნო] ბარიერი გადალახონ“.

„რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას – ეს ლოგიკურია. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად ბარიერი გადალახონ. ამ პროცესში არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა. ეს მათი საქმეა. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები