„დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი შევაგულიანოთ, დავინახოთ, რომ ბევრი ვართ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ“, – ამის შესახებ ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, დავით გორგილაძემ მარშზე “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის გადამწყვეტი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.
„მგონია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის კურსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანას აქვს არჩეული, შეუნარჩუნდება. 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთვის არის გადამწყვეტი, რომელსაც გნებავთ რეფერენდუმი დაარქვით ან რაც გნებავთ ის, მთავარია, რომ [ხალხმა] უარი უთხრას „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას და ხმა მისცეს კოალიციურ მთავრობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი შევაგულიანოთ, დავინახოთ, რომ ბევრი ვართ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ”, – განაცხადა გორგილაძემ.