LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ გოგოსთან მივედი, უკან თუ ჩამომიტანო, მეთქი, არა მგონია… შეძახილი: საქართველო გულის ამაჩუყებელია – ძალიან მოუხდა ჩვენს მეფეს, მართლა გაცოცხლდა“ – „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ გურამ ხუციშვილი გორგასლის ძეგლზე დროშის აღმართვის ემოციებს იხსენებს

342
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე - გურამ ხუციშვილი

გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ მომდევნო ეპიზოდის სტუმარი, გურამ ხუციშვილია – ბიჭი, რომელმაც ევროპის დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციის დღეს, სიმბოლური დატვირთვა მისცა, როდესაც მეტეხის ხიდზე, ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა.

გადაცემის ანონსში გურამ ხუციშვილი იხსენებს იმ ემოციებსა და მომენტს, რომელიც ძეგლზე ხუთჯვრიანი დროშის დამაგრებისას დაეფულა. ამბობს, რომ შეძახილები: საქართველო, რომელიც მის ირგვლივ ისმოდა, გულისამაჩუყებელი იყო:

„ის ბიჭი რომელიც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აძვრა და დროშა დაკიდა, დათოს შვილი, გურამ ხუციშვილი ყოფილა. მითხარით რომ ეს სასწაული არაა. მითხარით რომ გმირები ნამდვილად არ კვდებიან“ – რაზე წერს ბესიკ საბაშვილი

გუშინ ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ გორგასლის ძეგლზე დროშა აიტანა და დაამაგრა. მის შესახებ სოციალურ ქსელში ბესიკ საბაშვილი წერს.

„რომ გავირჭე უკან ქამარში და ავედი ზევით… ერთ გოგოსთან მივედი, თუ უკან ჩამომიტანო… მეთქი, არა მგონია. საქართველო [შეძახილები] – ძაან გულისამაჩუყებელიცაა.

ძაან მოუხდა ჩვენს მეფეს და მართლა გაცოცხდლდა“, – იხსნებს გურამ ხუციშვილი, რაზედაც ანონსშივე ისმის წამყვანის, დათო გორგილაძის რეპლიკა: „დროშა რომ არ ეთმობა ადამიანს, ეს კარგია.“

წამყვანის კითხვაზე, „ძალიანაც არ უნდა შეაპყრობინო თავი ემოციებს, იმიტომ რომ რაღაც უფრო მაღალი მიზნებიც არსებობს ხომ?“ მოკლედ ისმის ხუციშვილის პასუხი:

„ქვემოთ ხარ ჩამოსასვლელი“.

📍 პარასკევს, 24 მაისს, 21:00-ზე, YouTube-ზე

📍 პარასკევს, 24 მაისს, 21:00-ზე პროტესტის მონაწილეები და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ გენერალური პარტნიორი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia YouTube-ზე👇 🔗 https://www.youtube.com/@gorgiladzisautanelisimsubuke

Posted by • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • on Tuesday 21 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები