დღის ფოტო გადაიღო დღეს „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, თამრიკო კიკაბიძემ. მეტროში მგზავრობისას მან აღმოაჩინა ბიჭუნები, რომლებიც საშინაო დავალებებს ამზადებდნენ და ეს ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა წარწერით: „თქვენი იმედი გვაქვს“.
ფოტოს, რასაკვირველია, ბევრი მოწონება ხვდა წილად და გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა:
„ბედნიერებაა, რომ ასეთი ბავშვები არიან ჩვენ გარშემო“
„საყვარლები“
„ლუკა იაპონურზე დადის. ძალიან აინტერესებს. მაგრამ ბოლო 10 წუთი მეცადინეობს, ასე გამწარებული. ხანდახან ცოტა მეტსაც“
„საოცარი ბავშვები“