უნდა გავიყვანოთ თუ არა ბავშვი სუთა ჰაერზე, ქვეყნის მასშტაბით მოხსნილი შეზღუდვების ფონზე – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ,,ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ისუაბრა.
„იზოლაციაში მყოფი ბავშვები, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ჩემთან შემოსული ზარების მიხედვით ვხვდები, რომ ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მშობლებისთვის. იზოლაცია და კარანტინი ეს არის ჩვენი ნერვული სისტემის გამოცდა, მაგრამ დღეს მეტი გამოსავალი არ არის.
მინდა აქვე ვთხოვო ყველას, რომ ამ შეზღუდვების მოხსნამ განსაკუთრებით არ გაგვათამამოს, არ დავიწყოთ სიარული ხალხმრავალ ადგილებში, სტუმრად. შეიძლება მთელი აქამდე გაკეთებული საქმე წყალში ჩაიყაროს.
რაც ეხება იზოლაციას, ესაა ერთ-ერთი სტრესმაინდუცირებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ნერვულის სისტემის დაავადებები, ასევე სომატური ცვლილები. მე ყოველდღიურად ვეცნობი კველევებს და ელვისებური სისწრაფით იცვლება მიდგომები, რადგან ეს ახალი ვირუსია და მასზე ბევრი არაფერი ვიცით. ის, რომ ბავშვი უნდა გავიდეს სუფთა ჰაერზე, ეს უკვე გარდაუვალი გახდა. ამდენი ხნის განმავლობაში ბავშის გამოკეტვა ჰაერის გარეშე, შეუძლებელია. დღეს თბილისში მართლაც იგრძნობა სუფთა ჰაერი და ბავშვი გარეთ უნდა გავიდეს მშობლის კონრტოლით. შევეცადოთ ბავშვი გავიყვანოთ ამოგლეჯილ რეკრეაციულ და ხალხისგან თავისუფალ ზონებში, 20-30 წუთის განმვალობაში. რა თქმა უნდა ფიზიკური დისტანცირება უნდა დავიცვათ და უნდა შევძლოთ, ვაკონტროლოთ ბავშვის ყოველი ქმედება. მან არ უნდა მოკიდოს ხელები ნივთებს, არ იძრომიალოს საქანელებსა და სასრიალოებზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ხელების დამუშავება. დღეს უკვე ვამბობ, რომ დღის განმავლობაში 2-ჯერ, 20-30 წუთით უკვე შეიძლება ბავშვი გავიყვანოთ გარეთ.
რაც შეეხება D ვიტამინს, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი შევაფიცხოთ მზეს დღის საათებში. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში 3 ტიპის ვიტამინი წარმოიქმნება, ნიკოტინის მჟავა, K ვიტამინი და D ვიტამინი. D ვიტამინი არის არააქტიური ფორმის და მზის სხივებით აქტიურდება. პირადად მე ჩემს პაციენტებს, სახლში ყოფნის პერიოდში, მივეცი რეკომენდაცია D ვიტამინის დოზის გაზრდასთან დაკავშირებით. ყველას ცხადია ამის რეკომენდაციას ვერ მივცემ, ეს პედიატრმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. თუ ბავშვის აქტიურად გარეთ გავყავანას დავიწყებთ, ცხადია, დავუბრუნდებით პირვანდელ დოზას. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, მოგეხსენებათ, მთელს მსოფლიოში, მშობლები ცდილობენ, რაიმე ტიპის პრევენციული ღონსიძიებები გაატარონ ბავშვებთან მიმართებაში. ხშირად მშობლები ბავშვებს პრევენციის მიზნით აძლევენ C ვიტამინს, D ვიტამინს და თუთიას. სამწუხაროდ ხშირად ხდება ამ ვიტამინების უკონტროლო მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ C ვიტამინი უნიკალური ვიტამინია, მას შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენება, ის უნდა მივიღოთ ბალანსირებულ კვებასთან ერთად და აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული დოზა. მისი გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულარული აპარატის ფუნქციის მოშლა, აღგზნება, უძილობა, ზეგავლენა მოახდინოს თირკლემებზე და ბევრი სხვა რამ. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლით, ამ ვიტამინების მიცემა აუცილებელი არაა, მშობლები მას ხშირად აძლევენ და ეს განმარტება ამიტომ გავაკეთე.