LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

470
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. უმჯობესია თუკი გამოიყენებთ წამლების პროფილაქტიკას. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დღეს და ხვალ ნუ განმარტოვდებით. დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კულინარიისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, ავეჯის, ცხოველებისა და სამშენებლო მასალის  შესაძენად, ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა. დღე ტრავმულია, იყავით ყურადღებით. საკვებ რაციონში შეიტანეთ ჭვავის პური, ბოსტნეული, თევზეული. მოერიდეთ ყვირილსა და სარისკო მოქმედებებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავს ზონა. 

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ტერაკოტისფერს, ლიმონისფერს, ყავისფერსა და მწვანეს, ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები არ ახდება.  

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისთვის, დღე შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები