LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

656
მიხეილ ცაგარელი

დღე მთლიანობაში კარგია. დღეს ადამიანებში სილამაზის აღქმა გაძლიერდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე სასიკეთო და პოზიტიურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ცხოველების, სამშენებლო მასალის, უძრავი ქონების შეძენისთვის, სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მგზავრობისთვის, მშენებლობისთვის, კულინარიისთვის, ფუტკრის ოჯახის დასამუშავებლად, ხილისა და კენკროვანი მცენარეების, პარკოსნების, კომბოსტოს, მწვანილეულის, დეკორატიული მცენარეების დასარგავად.

დღე ცოტათი ტრავმულია, ამიტომ იყავით ყურადღებით, მოერიდეთ სიბრაზის და განკითხვის გამოვლენას. დღეს სასურველი არ არის სარისკო მოქმედებები და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. აკონტროლეთ საკუთარი საფულე.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალების მოშორებას, ორპირ ქარს, ცივ და გაზიან სასმელებს.

დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი. დღეს, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ კოსმოსის სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ყავისფერს, ლიმონისფერს, კრემისფერს, მწვანეს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელის ნიშნებისთვის, შედარებით დაძაბულია ვერძთათვის, ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის, ამიტომ მათ მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, წარმატების კუთხით, დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები