LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1377
მიხეილ ცაგარელი

დღეს ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 02:30-დან 08:00 საათამდე გასტანს. აღნიშნული მთვარის ენერგია მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც ამ პერიოდში არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყური დაუგდეთ თქვენს ინტუიციას. კარგად გამოიძინეთ. დღეს ადამიანებში მგრძნობიარობა და აღქმის უნარი მოიმატებს.

პარტნიორულ ურთიერთობებში დაპირებებს ნუ გასცემთ.

მოიმატებს ჭორების, ინტრიგების, მოტყუების ალბათობა. ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ და საიდუმლოს ნუ გათქვამთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე სასიკეთოა ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, მშენებლობისთვის, სწავლისთვის, აუქციონისთვის, რეკლამისთვის, კონფერენციების ჩატარებისთვის.

მოერიდეთ უჰაერო სივრცეში ყოფნას, თამბაქოს, სიმძიმეების აწევას, ძილის წინ ზედმეტი ინფორმაციით გადაღლას, სიყვარულსა და ქორწინებას, უძრავი ქონების შეძენას, ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღებას. დღე ხელს არ უწყობს რემონტის დაწყებას, თმის შეჭრა-შეღებვას, მანიკიურის და პედიკიურის გაკეთებას.

ჯანმრთელობა – დღეს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. დღეს, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

მაღალია გაციების ალბათობა, ამიტომ თბილად ჩაიცვით.

საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ რძის პროდუქტებს, საკონდიტრო ნაწარმს.
დღეს კარგია სახსრების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის მკურნალობა.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები ცუდს არაფერს გვიქადიან.

მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ტოპაზი, აქუამარინი, ამაზონიტი, ლაბრადორიტი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ კოსმოსის სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.

ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ვერცხლისფერს, ყვითელს, ნარინჯისფერს, კრემისფერს, ცისფერს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის და მშვილდოსნებისთვის, შედარების დაძაბულია თხის რქებისთვის და თევზებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები