LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

858
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთავრის პერიოდს, ამ პერიოდში, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ავარიებისა და ტრავმების მიზეზი.

დღეიდან 11 ივლისამდე სიყვარულის პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში და ურთიერთობაში შემოიტანს მეტ რომანტიკას და სენტიმენტალურობას.  რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაღალია მაქინაციებისა და ტყუილების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია საჩუქრების გასაკეთებლად ქველმოქმედებისთვის, კარგია დღეს იოგა ვარჯიშები, არომათერაპია, ნადირობა და თევზაობა.

მოერიდეთ დღეს ინტიმურ კონატქტებს, გინეკოლოგტან იზიტს, რენგენის გაკეტებასა და სხივურ თერაპიას.  

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება სარდ-სასქესოს და რეპროდუქციული სისტემა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმლის შერჩევისას, პრიორიტეტი მივანიჭოთ წითელს, შავს, მწვანეს, ლურჯსა და ცისფერს, ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ქალწულებისთვისა და თევზებისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ თევზებსა და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები