LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

535
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:53-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

შეაჯამეთ ძველი საქმეების შედეგები და თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებასგან. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და პროვოკაციებს, რათა არ დაუშვათ შეცდომები. არ ღირს საიდუმლოს გამხელა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ გადატვირთვას, სიმძიმის აწევეას და ფეხზე დიდხანს დგომას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ხელის და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროსა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g