LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4628
მიხეილ ცაგარელი

დღეს საკმაოდ რთული და მძიმე ენერგეტიკის დღეა, რაც სავსემთვარეობითაა განპირობებული (მზისა და მთვარის დაპირისპირება ვერძისა და სასწორის ღერძზე). ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც იწყება 12:56 საათიდან და 24 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი.

დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ ახალ და სარისკო საქმეებს, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხებასა და დაპირებების გაცემას. დღე პოზიტიურია შემოქმედებითი მუშაობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, დიზაინისა და არქიტექტურისთვის. ეცადეთ ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანად, დიპლომატიითა და კომპრომისით მოაგვაროთ. დაიცავით სამართლიანობა. გახსოვდეთ, დღევანდელი სიზმრები არ ახდება. შესაძლოა ადვილად მოექცეთ სხვისი ნეგატიური გავლენის ქვეშ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები, დაიცავით შინაგანი სიმშვიდე. დალოცეთ ყველა და მოერიდეთ დაპირისპირებებს.

პარტნიორული ურთიერთობები – სავსემთვარეობის გამო იმატებს კონფლიქტების, პროვოკაციებისა და დეპრესიული გამოვლინებების ალბათობა.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანი. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. მოერიდეთ ხორციელ საკვებს, ალკოჰოლს, თხილს, ციტრუსებსა და მარილიან კერძებს. ასევე, ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით სითხეს. იმატებს ტრავმულობისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი და გიშერი. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, ბეჟ, ნარინჯისფერ და ყვითელ ტონებს – ეს ფერები გაზრდის თქვენს შარმს და გაზრდის წარმატების შანსს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ტყუპებისა და ლომის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია თხის რქისა და თევზებისთვის, რომლებსაც ყურადღება მართებთ მაქსიმალური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები