LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

996
cagareli mx2020

პოზიტიური და ნეგატიური დღე  მოერიდეთ სამართლიანობაზე საუბარს, ყურადღება გმართებთ მეტად უსამართლობის მიმართ, დღეს მოიმატებს ადამიანებში ემოციური ფონი. გააგრძელეთ ძველი საქმეები, ახალ საქმეს ხელს ნუ მოკიდებთ, რადგან ასეთ დღეებში დაწყებული პროექტები დაუსრულებელი რჩება. ნეგატიური და რთული დღეა თმის შეჭრისა და თავის მოვლისთვის. ასევე მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებს. პოზიტიური და კარგი დღეა სწავლისა და სამეცნიერო კვლევისთვის.

ჯანმრთელობა – დღევანდელ გეომაგნიტურ დღეს სჭირდება მაქსიმალური ყურადღება, რომელმაც შეიძლება შეუქმნას პრობლემა ნერვულ სისტემას. შეგიძლიათ გამოიყენოთ წამლები, თუკი არტერიულმა წნევამ იჩინა თავი და ასევე მაქსიმალურად დაისვენოთ. დღეს ყველაზე მეტად სუსტდება ფილტვების ზონა და ბრონქები.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოფაზი, ნეფრიტი. ფერებიდან ჩაცმულობაში პრიორიტეტია ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, კრემისფერი, ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი და პოზიტიური დღეა მერწყულის, ვერძისა და ტყუპებისთვის, მათ მეტად აქტიურობა მართებთ დღის განმავლობაში. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ შანსები. ხოლო ნეგატიური, რთული დღეა ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ წამლები, თუკი არტერიულმა წნევამ იჩინა თავი და ასევე მაქსიმალურად დაისვენოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები