LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1738
მიხეილ ცაგარელი

დიდი false ენერგიის მმართველი პლანეტის – პლუტონის 20 ნოემბრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტასა და ძალთა გადანაწილებას შეუწყობს ხელს.

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და პარტნიორთან კამათისთვის მიზეზების ძებნა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, კვერცხით და გოგრით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები -დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები