LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

659
მიხეილ ცაგარელი

გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები დამატებით დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ამიტომ მნიშვნელოვანია წამლების პროფილაქტიკის გამოყენება და ზომიერი ფიზიკური და ემოციური დატვირთვის უზრუნველყოფა, რათა თავიდან აიცილოთ ნეგატიური გავლენა.

დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ დღეს ავიაგადამფრენებს, განსაკუთრებით ხვალინდელი მზის დაბნელების წინ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ ემოციები. დღე იდუმალი მოვლენებით გამოირჩევა და შესაძლებელია შექმნას არაპროგნოზირებადი სიტუაციები, ასევე სწრაფი ცვლილება გეგმებსა და განწყობაში.

პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელია საკითხების სწრაფი გადაჭრა, თუმცა უფრო მეტად გამოვლინდება შეუპოვრობა.

ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური და ნერვული სისტემის, ტერფების და თვალების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება: კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ნაწლავთა სისტემა.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედებები, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. დღე კარგია დალაგებისა და დასუფთავებისთვის, აუდიტის ჩატარებისა, დიეტის დაწყებისა და ვაჭრობისთვის.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ: ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი და აქატი. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია: კირჩხიბისა და თხის რქისთვის. შედარებით დაძაბულია: ვერძის, ლომის, სასწორისა და მერწყულისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g