LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

281
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, ელეგანტური და დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშნებში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მიაქციეთ ყურადღება სამყაროს მინიშნებებს, რადგან სწორად ასე მიიღებთ პასუხებს საკუთარ შეკითხვებზე.

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ძველი ურთიერთობის აღდგენისა და განახლებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, საკუთარი იმიჯისა და ბინის დიზაინის შეცვლისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები