LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4424
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამე პირველ საათზე  იწყება და დილის 10:37 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

ცის კაბადონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება დირექტიული, ანუ სწორად მავალი, რაც ძალიან კარგია. ეს მეტად გააუმჯობესებს ადამიანებში გონებამახვილობას, მგზავრობის შესაძლებლობას, სწავლას, ტექნიკის გამართულ მუშაობას, ახალი იდეების მეტად რეალიზაციას და კომუნიკაბელურობას. მერკურის დირექტიული სვლა დადებითად იმოქმედებს საჭირო ინფორმაციის მოძიებაზე, ტურიზმზე, პიარ კომპანიებზე, მასმედიაზე, ასევე მეცნიერების განვითარებაზე, უცხო ენების ათვისებასა და მოლაპარაკებების წარმოებაზე.

დღის რეკომენდაცია – ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. აკონტროლეთ ხასიათში სიჯიუტე, ზედმეტი ამბიცია და აგრესია. აკონტროლეთ თქვენი საფულე. გაითვალისწინეთ, დღეს მოიმატებს გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა.კარგია დილიდან აბაზანის მიღება. ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ.დღე კარგია კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ქორწინებისთვის, მშენებლობისა და საყიდლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები – მაღალია პროვოკაციის, ეჭვიანობისა და უნდობლობის წარმოქმნის ალბათობა.

ჯანმრთელობა – ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა და სახის, კანის კვება.ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ცივ გაზიან სასმელებს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალებისა და პაპილომების მოშორებას.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ბეჟი, მწვანე და ლიმონისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები