LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

479
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და შრომისმოყვარე, ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, ეთიკური და ესთეტური, გაწონასწორებული და დიპლომატური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ენერგოაურის დაბინძურების ალბათობა.

არ ღირს პროვოკაციებს აყოლა, კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში ჩაბმა.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საკამათო საკითხების მოგვარებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, კბილების და ძვლების სამკურნალოდ. გამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, ხორციანი კერძებისა და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ცირკონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები