LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1432
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:35-დან 11:44 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა პრობლემებისა და საკამათო საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას და წვრილმანებს ჩაძიებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ბინის ინტერიერის შეცვლისა და მეტი კომფორტის შესაქმნელად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, მედიკამენტებისა და ჰიგიენის ნივთების შესაძენად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ.. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები