დღეს მზე იმყოფება ვერძის მეტად აქტიურ, ენერგიულ და ზოგჯერ აგრესიულ, შემტევ ლიდერ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად კომუნიკაბელურ და საინტერესო ტყუპების ზოდიაქოში. ეს გავლენა თითოეული ჩვენგანის ხასიათზე აისახება.
დღის რეკომენდაცია – მიუხედავად ენერგიულობისა, ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. საერთოდ, ამგვარ საკითხებს დღეს მეტი დაფიქრება სჭირდება. ნუ იქნებით ზედმეტად ზედაპირული. მაღალია მოტყუების, ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ, რადგან ფეიკების ტენდენცია დიდია.
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სიყვარულსა და ქორწინებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ალპინიზმსა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას. არ არის სასურველი თმის შეჭრა, შეღებვა, რემონტის დაწყება, მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება. კარგი დღეა ტექნიკის შესაძენად, რეკლამისა და საბანკო ოპერაციებისთვის. ძილის წინ გონებას ზედმეტი ინფორმაციით ნუ გადაღლით, რათა არ გაუარესდეს თქვენი ძილის ხარისხი.
პარტნიორული ურთიერთობები – იმატებს ფლირტისადმი მიდრეკილება. მოდით ასე ვთქვათ, სწორედ ამ ფლირტის ტენდენციებმა შესაძლოა დაძაბოს კიდეც არსებული ურთიერთობები, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ემოციების გამოხატვისას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ, შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის მკურნალობა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
მოერიდეთ ხორცეულისა და რძის ნაწარმის გამოყენებას, რადგან ეს ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს თოფაზი, აქვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი. ხოლო ფერებიდან სასიკეთოა ნაცრისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ყვითელი ტონები რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კუროს, კირჩხიბისა და თხის რქას წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.