LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

846
--2020-01-20-08-25-35-144508

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:46-დან 19:07 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ ემოციები და იმოქმედეთ საღი გონებით, არ აყვეთ ილუზიებს და მოჭარბებულ ფანტაზიებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახლობლების რჩევის და დახმარების მისაღებად, ინტერიერის შესაცვლელად და სამოსის გასაახლებლად. არ ღირს მსხვილი კაპიტალის დაბანდება, ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანტიკული ურთიერთბის გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა არომათერაპიისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი და იისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g