LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1850
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ აგრესია, არ ღირს უმიზეზოდ ნერვიულობა და ყველა წვრილმანზე გაღიზიანება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ პროვოკაციებს და კონფლიქტურ სიტუაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა პარტნიორული ურთიერთობების გადასახედად. აგრეთვე კარგი დღეა ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად. მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქორწინებისათვის. ნეგატიური  დღეა ანალიზების ჩასაბარებლად, ახალი ფეხსაცმლის ყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – იისფერი, ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი. რაც შეეხება მინერალებს, გამოიყენეთ: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გაგატი, მარჯანი და ამეთვისტო, ისინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძებსა და სასწორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები