LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1664
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კონტაქტური და კომუნიკაბელური მშვილდოსნის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საკამათო საკითხების განხილვისა და უთანხმოების მოგვარებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭის და ფილტვების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები