LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1585
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მოიმატებს. აკონტროლეთ ემოციები, ეცადეთ დაძლიოთ ნეგატიური ფიქრები და მოგონებები, ეჭვები და შიშები. არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.  

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მარჯანი, ზურმუხტი, გიშერი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები