LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

605
მიხეილ ცაგარელი

იმოქმედეთ გააზრებულად, მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ იუმორის გრძნობა, ეცადეთ მსუბუქად შეხედოთ საკამათო საკითხებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, გამოფენების და პრეზენტაციების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელებთან კონტაქტების დამყარებისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ფილტვების და ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ამეთვისტო, ფირუზი, იაგუნდი, ნეფრიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროსა და კირჩხიბისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები