მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ღირს ფუჭი, არაფრისმომცემი დაპირებების გაცემაც, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ შესრულებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად და ბინაში კომფორტის შესაქმნელად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. უსიამოვნებები ელით ლომს, სასწორს და მერწყულს.
