LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2343
მიხეილ ცაგარელი

6 ივნის გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ახალ მთვარეობაა. იმატებს კონფლიქტურობის, აგრესიისა და შეცდომების წარმოქმნის შესაძლებლობა, ამიტომ საჭიროა დღის განმავლობაში მობილიზება და ყურადღების კონცენტრირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღევანდელი დღე პოზიტიურია რეკლამისა და ინტერვიუსთვის, აუქციონისა და სწავლისთვის, ვაზის და და ხეხილის შეწამვლისთვის, ასევე კულტივაციისთვის.ახალ საქმეს თუ შეეჭიდებით გაითვალისწინეთ, რომ დღეს არასასურველია ხელშეკრულების დადება და მოლაპარაკებების წარმოება. მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას, ასევე ხორცის ნაწარმის მიღებას, ქორწინებასა და პარტნიორულ თანამშრომლობას. დღეს მაღალია ჭორების, დაცინვის ინტრიგების, მოტყუებისა და ქურდობის ალბათობა. საიდუმლოს ნუ გათქვამთ, რეკომენდაციაა რომ ნუ იქნებით სულსწრაფი. დღეს ასევე ლოცვის დღეა.

ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. დღეს არასასურველია ოპერაციების ჩატარება, გარდა გარდაუვალი მდგომარეობისა.

დღის ფერები და მინერალები – ტოპაზი, აკვამარინი, გიშერი, ამაზონიტი და ლაბრადორი- ეს ქვეი მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო ენერგიებს და დაგიცავენ უარყოფითი ფაქტორებისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპების და ლომის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ხოლო დაძაბული- კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები