LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

141
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის 22:43 საათზე და გასტანს 00:33 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ამასთანავე, დღე გეომაგნიტურია. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც ასევე შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მედიკამენტოზურ პროფილაქტიკას; ეცადეთ, ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი.

დღის რეკომენდაციები:

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც საკმაოდ მაღალია, და ყურადღებას ნუ გადაიტანთ მეორეხარისხოვან საქმეებზე. მეტი დრო დაუთმეთ გადაუდებელ ვალდებულებებს. დღეს არ არის სასურველი საბუთებზე ხელის მოწერა, ქორწინება, საფინანსო ოპერაციების ჩატარება, კაპიტალდაბანდებები და ხელშეკრულებების გაფორმება. მოერიდეთ თმის შეჭრასა და წესების დარღვევას, რადგან დაჯარიმების ტენდენცია დღეს გაორმაგებული იქნება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრების შემდგომი ახდენა ფრიად საეჭვოა.

მეორე მხრივ, დღე სასიკეთოა სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისთვის და მგზავრობა-მოგზაურობისთვის. პერიოდი ხელს უწყობს ტანსაცმლის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შეძენას, ასევე ტექნიკასთან მუშაობას. კარგი დროა სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისათვის.

პარტნიორული ურთიერთობები:

სიყვარულსა და საქმეებში დღეს შედარებით რთულდება კომუნიკაცია. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობამ იჩინოს თავი, მატულობს კამათისადმი მიდრეკილებაც, რაც გარკვეულწილად დაძაბავს ურთიერთობებს.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება თავის არე, ყელი, სისხლძარღვოვანი სისტემა, თვალები და გრძნობათა ორგანოები (მათ შორის ცხვირის ზონა). ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. ნუ გადაღლით თვალებს და მოერიდეთ პლასტიკურ თუ სტომატოლოგიურ პროცედურებს. სამაგიეროდ, მეტად ეფექტურია ყელის, ენდოკრინული სისტემის, თირკმელებისა და კანის მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ქარვა.

ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, თქვენი გემოვნების მიხედვით), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე დადებითია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია პერიოდი კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები