LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

973
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.  მოერიდეთ სხვათა განკითხვას და გაკიცხვას.

არ ღირს აგრესიის გამოვლენა, ყვირილი და გაბრაზება.

თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით, მოთუშული და ცოცხალი ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ცისფერი და ტერაკოტისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, გიშერი, ონიქსი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, თევზებისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები