LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3876
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:58-დან 16:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დიდი კოსმიური მასწავლებლის – სატურნის 15 ნოემბრამდე რეტროგრადულობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხელს შეუწყობს ძველი საკანონმდებლო ან იდეოლოგიური საკითხების,  შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროექტების გადახედვასა და განახლებას.

კარგი დღეა სახლის დალაგებისთვის, ძველი და დაზიანებული ნივთების, უსარგებლო ურთიერთობებისა და მოსაბეზრებელი ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, გადაჭერით პრობლემები კომპრომისის მოძიების გზით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, თავს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, ძოწი, იაგუნდი, აქატი, მალაქიტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები