LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

563
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც რთული იქნება, მით უფრო, რომ მიმდინარეობს ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული რომელ მხარეს აირჩევთ.

აკონტროლეთ საკუთარი ქცევა, სიტყვები და გამონათქვამები, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ თქვენს მომავალს.

არ ღირს განმარტოება, უმჯობესია გაატაროთ დღე ახლობლების წრეში.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნაწარმის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აკვამარინი, ტოპაზი, სარდიონი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები