LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღითიდღე უმჯობესდება, პალატაში გადავიყვანეთ – კორპუსის ნგრევისას გადარჩენილი მამაკაცი თავს კარგად გრძნობს

104
9090

ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას გადარჩენილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკის დირექტორის დეა ქაჯაიას ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს.

ბათუმის ტრაგედიაში დაზარალებული გია შომახიას ოჯახს „რედკომ“, „King’s Garden“-მა და „საქინვესტმა“ ბინა შეუძინეს

“პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ახლა უკვე პალატაში გადავიყვანეთ და თავს კარგად გრძნობს. ზედაპირული ჭრილობები აქვს და რჩება მეთვალყურეობის ქვეშ”, – აცხადებს დეა ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

არქიტექტორი: საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათს გაძლო, ეს იშვიათად ხდება, სახლის გამძლეობაზე მეტყველებს, ნგრევა გამოიწვია არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g