LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქიტექტორი: საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათს გაძლო, ეს იშვიათად ხდება, სახლის გამძლეობაზე მეტყველებს, ნგრევა გამოიწვია არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა

407
121212

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბევრს შიშის გრძნობა გაუჩნდა. ბევრმა გადაწყვიტა მისი საცხოვრებელი სახლის მდგრადობის შემოწმება. მომხდართან დაკავშირებით კითხვები, ბევრია.

არქიტექტორმა დუგლას ზამთარაძემ პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ბათუმში მომხდარი ნგრევა მხოლოდ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს არ გამოეწვია, პასუხობს, რომ დასკვნის გარეშე ამაზე პასუხის პირდაპირ გაცემა შეუძლებელია. 

„იქ ძალიან ბევრი სიმპტომია, რომელიც იყო აქტიური და პასიური, მაგრამ ესე იგი, იდგა სახლი და დაინგრა. რამ დაანგრია? რაღაც სამუშაოებმა, არა? აქედან, პირდაპირ არის გაცემული პასუხი, რომ ნგრევა გამოიწვია იმ სამუშაოებმა, რომლებიც არასწორად ჩატარდა. მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ თუ იქ გამოღებულია მართლაც ექვსმეტრიანი შუა მზიდი კედელი, წარმოიდგინეთ, ხუთი სართული რომ თავისი წონით დააწვეს და იმას საყრდენი გამოაცალოთ, ის ხომ დაინგრევა? რა სინდისი და ნამუსი ჰქონია სახლს, რომ გამომძვრალი საყრდენის გარეშე 48 საათს გაძლო. ეს იშვიათად ხდება ისტორიაში. ეს სახლის პლუსზე ლაპარაკობს, მის გამძლეობაზე. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი კაცი მარტო ცერზე 48 საათი რომ გააჩეროთ, ის ცერი გაძლებს?“, – განაცხადა ზამთარაძემ.

წამყვანის  კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, ნგრევის მიზეზი დაშენება-მიშენება გამხდარიყო, ხოლო მიმდინარე სამუშაოები ამის მაპროვოცირებელი ყოფილიყო, დუგლას ზამთარაძემ განაცხადა, რომ დაშენება-მიშენება მიზეზი არ არის.

შეკითხვაზე, უშვებს თუ არა მიწისქვეშა პროცესებს ნგრევის ერთ-ერთ ვერსიად, რადგან გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბათუმში წყლის დაგროვება ხდება, რაც კორპუსების საძირკველს რეცხავს, ზამთარაძემ აღნიშნა, რომ 90 პროცენტით შეუძლია იმის მტკიცება, რომ ამ შემთხვევაში საძირკვლის ბრალი არაფერი ყოფილა, ხოლო რაც შეეხება გრუნტის წყლებს, არასწორია იმაზე საუბარი, რომ წყალი რამეს უშლის ხელს.

„იმიტომ, რომ მანდ მიწის გრუნტები არის ძალიან კარგი და ის ბევრ დატვირთვას აიღებს. თან, მანდ ნგრევის მიზეზი ვერტიკალური დატვირთვა იყო და აქ მხოლოდ ვერტიკალურმა დაწოლამ გამოიწვია ნგრევა“, ძლიერი ნაკადი, რა თქმა უნდა, გამორეცხავს, მაგრამ მდგარი წყალი იქ არაფერს შვება“, – განაცხადა ზამთარაძემ.

შეკითხვაზე, რაზე შეიძლება, მიუთითებდეს ის გარემოება, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ვერ გაიღო იმ საცხოვრებელი ბინის კარი, სადაც სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, არქიტექტორმა განაცხადა, რომ საყრდენის გარეშე დარჩენილმა სახლმა ნელ-ნელა დაიწყო დეფორმაცია.

„ამით სახლი შენ, სპეციალისტს გეუბნება, მიშველეო. ბზარი რომ გაჩნდა, რატომ გაჩნდა, ხომ? სხვა ენა ბეტონს არ აქვს. თვითონ ბზარი გეუბნება, რა საშიშროება ელის სახლს. კარი იმიტომ არ გაიღო, რომ ჩამოიწია და ხომ უნდა დაესვათ კითხვა, რატომ ჩამოიწია? იმიტომ ჩამოიწია, რომ მას საყრდენი გამოეცალა. მეათე სართულზე ხომ არ ჩამოიწია?! დაიწყო სადღაც ქვევიდან“, – განაცხადა ზამთარაძემ.

როგორც არქიტექტორმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოებზე სერტიფიცირებული სპეციალისტები უნდა მიდიოდნენ და არა ქუჩიდან მოსული ადამიანები.

„კედლის გამონგრევაც დასაშვებია, ოღონდ, დიაგნოსტიკა და გამომაგრების სამუშაოები სპეციალისტის მიერ უნდა იყოს დასმული. აშენებული სახლი გადააქვთ 40 და 50 მეტრზე და კედლის გამოღება რა არის, მაგრამ იმას სპეციალური გამაძლიერებელი სამუშაოები უნდა ჩაუტარო. შეგიძლია, გამოიღო, მაგრამ გამოჭრა და არაფერი გააკეთო, ეს როგორ შეიძლება?! ვინც ეს გააკეთა, ალბათ, არასპეციალისტია და უნდა აგოს პასუხი. აბა, მე ხომ არ ვაგებ პასუხს?“, – განაცხადა დუგლას ზამთარაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები