LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

169
ბათუმის ტრაგედია

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა „გლოვის კედელია“ აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია.

კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეზე 3 პირია დაკავებული.

რიჟვაძემ სახლის ჩამონგრევისას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები