LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

159
ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, შემთხვევა ვაჟა-ფშაველას და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

არსებული ცნობითვე, მოტოციკლზე მყოფი ორი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გადაიყვანა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები