LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ ეს სიმართლეა და ჩვენ ბედნიერები ვართ“ – ნიკოლას ქეიჯიმ ქორწილში ყოფილი მეუღლე დაპატიჟა – ახალი დეტალები

415
page

56 წლის მსახიობი, ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა. მისი რჩეული 26 წლის რიკო შიბატუა. წყვილმა ქორწილი ლას-ვეგასის Wynn-ის სასტუმროში გადაიხადა.

56 წლის ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა – ქორწილის ფოტოები 

„დიახ ეს სიმართლეა და ჩვენ ბედნიერები ვართ“, – განუცხადა ახლადდაქორწინებულმა მსახიობმა გამოცემა People-ს.

ქორწილის შემდეგ დასავლური მედია ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. ცნობილი გახდა, რომ ქეიჯმა ქორწილში ყოფილი მეუღლე, ელის კიმი დაპატიჟა, რომელთანაც 15 წლის ვაჟს ზრდის.

ახალ რჩეულთან ქორწინების თარიღი სპეციალურად იყო შერჩეული, 16 თებერვალს რიკო შიბატუს გარდაცვლილი მამის დაბადების დღეა. წყვილმა კათოლიკური წესით დაიწერა ჯვარი, რიკომ კი ქეიჯის გვარი მიიღო. 

შეგახსენებთ, 2019 წელს ქეიჯი 23 წლის ერიკა კოიკეზე დაქორწინდა, თუმცა მათმა ქორწინებამ 4 დღეს გასტანა. მსახიობის განცხადებით ის ამ დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი 5-ჯერ იყო დაქორწინებული, აქედან მისი ყოფილი სამი მეუღლე აზიელია.

„ქეიჯი აზიელ ქალებს ეტრფის“, – წერენ კომენატერებში.

ნიკოლას ქეიჯი და ელის კიმი

ნიკოლას ქეიჯი და ერიკა კოიკე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები