ნიკოლას კეიჯის პირად ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება. გაირკვა, რომ 55 წლის მსახიობი მეოთხედ დაქორწინებას აპირებს.
ამჯერად, ამერიკელი ვარსკვლავის რჩეული, 23 წლის ერიკა კოიკეა, რომელიც ,,ოსკაროსან” ქეიჯთან შეხვედრამდე, ჰოლივუდში ვიზაჟისტად მუშაობდა.
ცნობილია, რომ წყვილის ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო. პირველად ისინი პუერტო-რიკოში დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ერიკასა და ნიკოლასის ექს-მეუღლის, ალისა კიმის მსგავსებას.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლას კეიჯი აქამდე ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა. მისი ყოფილი ცოლები ასევე, პატრიცია არკეტი და ლიზა მარია პრესლი იყვნენ.