LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა – გვენეტაძე

91
ucxxw4pp

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ ისაუბრა. „დიახ, საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს გვენეტაძე.

„არის ხოლმე კომენტარი, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და მსოფლიოში მაღალ ინფლაციებს შორის მეთექვსმეტე ადგილზეა… მათ საყურადღებოდ, ვისაც ეს სტატისტიკა მოყავს – მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიამ მობილობა სრულიად შეზღუდა, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე არატურისტული ქვეყნები. თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12% იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა, შესაბამისად საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი და უფრო დიდი შოკი, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფისკალური დეფიციტი 9%-ზე მეტი იყო 2020 წელს, წელსაც საკმაოდ მაღლა ნარჩუნდება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის მაღალი, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა. არსებულ ვითარებაში, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ 2022 წლიდან ინფლაცია შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g