საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრის თემას შეეხო. მისი ინფორმაციით, შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს. მდინარაძის თქმით, დიალოგისთვის კარგი ღიაა და დიალოგის გაგრძელების რესურსიც არსებობს.
“გერმანულ მოდელზე თვითონაც აღარავინ საუბრობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი, ერთი მხრივ, რაღაც დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ. დამხობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. მეორე მხარე თითქოს კონსტრუქციულია. მესამე მხარე რუსეთში დარბის. აჭრილები არიან. რა თქმა უნდა, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი, თუ ოდნავ რაციონალურ წინადადებას ვინმე დააყენებს. რაღაც საუბრები არის ამასთან დაკავშირებით და შეიძლება უახლოეს მომავალშიც შედგეს ასეთი შეხვედრა. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, დიალოგისთვის კარი ღიაა, ოღონდ საოცრებებს ნუ იტყვიან იმ დიალოგის დროს,”-განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა – ვაშაძე მდინარაძეს პასუხობს