ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანი განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ გამოცხადდება მორატორიუმი და განხილვის პროცესში საზოგადოება ჩაერთვება.
„ჩვენი დიალოგი ხელისუფლებასთან არ უკავშირდება იმას, რომ გავარკვიოთ შესაძლებელი არის თუ არა ენკას დატოვება ხეობაში დღეს. ჩვენ დიალოგს განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდება მორატორიუმი, ავიღებთ პაუზას პროცესში და მთელი საზოგადოება ჩაერთვება განხილვის პროცესში“. – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.