დიანე კრუგერის ეფექტური გამოსვლა კინოფესტივალზე ,,არმანის” და „ჟივენშის“ ულამაზეს კაბებში

80
დაიან-კრიუგერი

მარაქეშის კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი წელს ფრანგი ლამაზმანი, დიანე კრუგერი იყო, რომელმაც ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. 46 წლის ლამაზმანი ფესტივალის სხვადასხვა დღეს ულამაზეს კაბებში პოზირებდა ფოტოგრაფებთან.

პირველ დღეს ის შეუდარებელი იყო „არმანის“ იისფერ კაბაში, რომელიც უზარმაზარი ბაფთითა და უძვირფასესი თვლებით იყო გაფორმებული. მეორე დღეს  კრუგერს „აში სტუდიოს“ შავი ფერის მინი-კაბა ეცვა. პატარა მოკლე კაბა ბისერებით კრუგერმა გემოვნებით შეუხამა დიდი ზომის საყურეებს. ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს მსახიობი ბრწყინავდა „ჟივენშის“ საღამოს კაბაში, რომელიც სრულად ფარავდა სხეულს და მბზინავი მწვანე თვლებით იყო გაფორმებული.

პენელოპა კრუსი, ჯესიკა ჩესტეინი, დაიან კრიუგერი და ლუპიტა ნიონგო – ეკრანებზე ახალი ჯაშუშური ტრეილერი გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები