LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი, ჯესიკა ჩესტეინი, დაიან კრიუგერი და ლუპიტა ნიონგო – ეკრანებზე ახალი ჯაშუშური ტრილერი გამოდის

503
news20106

ჰოლივუდში ახალი ჯაშუშური ტრილერის „355“ პრემიერა იგეგმება. მთავარ როლებში ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავებს – პენელოპა კრუსს, ჯესიკა ჩესტეინს, ლუპიტა ნიონგოსა და დაიან კრიუგერს ვიხილავთ. დღეს ინტერნეტში ფილმის პირველი თრეიელერი გავრცელდა.

ვიდეო Universal Pictures-მა გაავრცელა და სიუჟეტის მიხედვით, ჰოლივუდის განუმეორებელ ოთხეულს ახალი მისია აქვთ, იხსნან სამყარო მესამე მსოფლიო ომისგან. ყველა გმირი სხვადასხვა ქვეყნის საიდუმლო აგენტია, თუმცა მათ ერთი საერთო მიზნისთვის გაერთიანება მოუწევთ.

ფილმის რეჟოსორი საიმონ კინბერგია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები