LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღმიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

106
საგზაო ნიშანი - რემონტი

დიდ დიღმიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მიზეზი ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებია.

„პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, დატბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g