ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ფორტუნას“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
ჩვილი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა.
დიდი დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ჩვილის დედა, 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.